kids.ge logo

პაწაწინა რტო ვარ

ფავორიტებში დამატება
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გატაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
სადუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...ო, მადლსა შენსაო, მადლსა შენსა, ცაო ქართვლისა, კვლავინდებურად ჩვენთვის ეხმიოს, შიგნი თუ გარე, გაღმა-გამოღმა თავს ყმაწვილ...ბერა საზანდარს როცა მომართავს, ბერა საზანდარს როცა მომართავს, შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი, ჩად აიშლება გუნდი ყორანთა, ლეშის საძებრად წა...მრავალჟამიერ!შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თერგს და დარიალს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენ...მე ლამაზი მეგობარი მყავდამე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით... ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026