kids.ge logo

სალამური

ფავორიტებში დამატება
სად ხარ, ჩემო სალამურო,
ხმატკბილო და სამურო,
რომ შენის ხმით ჩრდილოეთში
ქართველს გული გამიხურო!

როცა მწყემსი გიპყრობს ხელში
და გაჰკივის მთა და ველში,
ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს
და სევდისას - შავს ქვესკნელში,

მაშინ ფიქრი ჩემი შენს ხმას
გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას
და შენი კვნესით მაგონებს
საქართველოს მწარე მოთქმას:

ხან სპარსელნი აკვნესებენ,
ხან თურქები აოხრებენ,
ხან სკვითები, დროს შერჩევით,
მყუდრობას უშფოთებენ!

მაშ, უწყალო სალამურო,
მტირალო, არსამურო,
რად მსურს შენი ხმა ვისმინო
და ქართვლის ბედს მოვემდურო?!

მაგრამ ზოგჯერ რომ ტკბილი ხმა
სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა
და ჩემთ გიჟთა ოცნებათა
ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,

თავგანწირულს მამულის მცველს
წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:
მტერს შეჰყვირის: “ჰკა მაგასა!”
გამოსული ბრძოლისა ველს.

ბა ეს ხმა, სალამურო,
ტკბილხმოვანო, სამურო,
როდეს არ მომყირჭდება,
ძალგიძს მუდამ მომაწყურო!

ქართულად ჰკვნეს, ქართულად სტვენ,
ქართველის გულს ამით ალხენ,
ხასიათს და ჩველებას
წინაპართა გვაგონებ ჩვენ.

მაგრამ, ჩემო სალამურო,
გრძნობით მსტვენო, სამურო.
ღარავინ გიგდებს დღეს ყურს,
სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026