kids.ge logo

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

ფავორიტებში დამატება
ჯეჯილში ჩაიშრილა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა...
ერთი პაწია ჩირა
მუხიდან მომესალამა...
ა განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს „ღვინო სალხინო“
როგორ არ შესვას ანამა?!
„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაოშენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერც...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...ქეთევან დედოფალირვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცე...ვაჟაო, დილის მზის სხივო,ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ...პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026