kids.ge logo

საქართველო ლამაზო

ფავორიტებში დამატება
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?"
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,
ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრილებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"
ლურჯი ბალახი მხარამდი,
წყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე - მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?"
როს ვარსკვლავები ხმარით
ინთებიან ცათანი,
კლდეს მოწყდება ზღვარი
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?"
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრილებს მოლისებრ
ყანაი გაყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე გადმოვკიდემე გადმოვკიდე ჩემი ალამი... მაგრამ... საითღა, საით დაგიდგამს შენი კარავი? ისევ მზაკვრულად ბრწყინავს მუშთა...მრავალჟამიერ!შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თერგს და დარიალს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენ...პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...
„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსი „საქართველო ლამაზო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026