kids.ge logo

წელო ახალო...

ფავორიტებში დამატება
ჩვენთან ხარ, წელო ახალო,
დიდხან ველოდით ამ წუთებს.
არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და
არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრებს,
რადგან სულ სხვა რამ გვაფიქრებს
და სულ სხვა რამე გვაწუხებს.

ჩვენ პირფერობა არ ვიცით,
ვართ ოცნებების ამარა.
ვინც გვიყვარს, მართლა გვიყვარს და
ვინც არა, ვამბობთ, არ ვმალავთ.

ჰოდა, კეთილი ინებე,
რა გზასაც გინდა მიმართე,
ღონდ უფროსებს, წელს მაინც,
ალაპარაკე სიმართლე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026