kids.ge logo

ეტლზედ

ფავორიტებში დამატება
ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა.
სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა.
მაშა ვითა ვსცნა?
მსურს მისი კოცნა!

ეტლის პირმან მიმზადნა თვისსა ტკბილ ხმასა;
ხმამან მისმან განმაგდო, აით ნავი ზღვასა.
მიკვირს და მეოცნა!
ჭირნი მეოცნა!

ეტლმან ლხინსა მაწვია; ვხედევთ ეით ყმასა;
მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა;
გარე გამტყორცნა,
შორს გამაოცნა!

ეტლსა პირი ზურგით აბს, შეჰგავს წყლად დგმასა;
ზურგნი მკერდად უმხრიან მას ეშმაკთ ძმასა.
ესდენ, რა დრო ცნა,
სრულად ამხოცნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...ხმა სირინოსხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს, დამქროლო ნიავო, არვედ ეარე! მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს, შვიდთა მ...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026