kids.ge logo

სანამ ვიყავ ახალგაზრდა

ფავორიტებში დამატება
სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიმით ძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.

როს დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა,
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა,
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!

სამართლო დაცინებამ
ჩვენში ბევრჯერ გამამწარა.
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!

ვისაც ვთხოვდი შემწებას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!

სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
მისთანა სიცოცხლეც კი
გინდ იყოს და გინდა არა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026