kids.ge logo

ზღარბუნა

ფავორიტებში დამატება

ზღარბუნა  და ბაჭია მეგობრები არიან.  ახლა ზაფხულია. მეგობრები ტყეში  სულ ერთად დასეირნობენ.

ერთხელ  სეირნობისას მეგობრებმა ნაკადულის  ყვავილებით მოხატულ  ნაპირს  შორს  გასდიეს.  ბაჭიამ უცებ ქვას წამოჰკრა ფეხი, თავი ვეღარ შეიკავა და ცხვირი ზღარბუნას  ეკლიან ჯავშანს  გაჰკრა.    ზღარბუნა რა შუაში იყო, მაგრამ  მეგობარს მაინც მოუბოდიშა: 

-ბოდიშს გიხდი, ბაჭია! არ მინდოდა, რამე გტკენოდა.

ბაჭია ძალიან გაბრაზდა:

-რა ცუდია, ზღარბი რომ ხარ! თანაც ჩემი  საუკეთესო მეგობარი...ეკლები მაინც არ გესხას...

ზღარბუნას გული ეტკინა, მაგრამ მეგობრისთვის არაფერი უთქვამს.

ნაკადული  დაღმართს ჩაუყვა, მეგობრები აღმართს აჰყვნენ.  უეცრად  გზაზე  მელიას გადაეყარნენ.  მელიამ ბაჭიასკენ ისკუპა. ბაჭიამ  თვალები დახუჭა, შიშისგან აკანკალებულმა გაქცევაც კი  ვერ მოიფიქრა.

ზღარბუნა მეგობარს  აეფარა   და სასწრაფოდ  დაიგორგლა. მელიამ ცხვირ-პირი ეკლიან გორგალს მაგრად დაჰკრა და სულ დაისისხლიანა. გამწარებული მელა წკმუტუნით ჩაქანდა დაღმართზე.  ბაჭიამ თვალები გაახილა. 

-რა კარგია, ზღარბი რომ ხარ, თანაც ჩემი საუკეთესო მეგობარი! -შესძახა მან,- ყველაფერს მივხვდი, ზღარბუნა! ბოდიშს გიხდი,  დაუფიქრებელი სიტყვებით  რომ გული გატკინე!  აი, თურმე რისთვის ყოფილა საჭირო შენი ეკლიანი ჯავშანი!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ თქვენი ოჯახის წევრები

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ აფასებთ მათ და მათ წვლილს ოჯახში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026