kids.ge logo

დათუნია დადუს ხიდი

ფავორიტებში დამატება

დათუნია დადუ  ტყეში ყველას უყვარს. ის მეტად მხიარულია და კეთილი გული აქვს. დადუ  ცდილობს, ყველას დაეხმაროს.   ამიტომაცაა,  უამრავი  მეგობარი რომ ჰყავს. 

ტყეს მთელ სიგრძეზე ნაკადული სერავს. იგი დარში მხიარულად მორაკრაკებს, მაგრამ ავდარში მოდიდდება ხოლმე  და ბრაზიანად აყვირდება. ამ დროს მის ნაპირებთან გაღმა-გამოღმა დარჩენილი ტყის ბინადრები ერთმანეთს შორიდან  უყურებენ, გამოდარებას ელოდებიან. წინა კვირას ავდრისგან გუნებაწამხდარმა ნაკადულმა კუ თანდილა გაიტაცა, დააბზრიალა  და ქვემოთ, ხრამებისკენ გააქანა. დადუს რომ არ გადაერჩინა,  ვინ იცის, თანდილას რა დაემართებოდა.

გამოდარებას საშველი არ დაადგა.  საშოვარზე წასული კურდღელი თავის ბაჭიებთან ვეღარ ბრუნდებოდა, მელაკუდა მშობლებთან ვერ მიდიოდა, შვლის ნუკრი ბიძაშვილებთან სათამაშოდ გაღმა ნაპირზე ვერ გადადიოდა...

-არა, ასე არ შეიძლება!-თქვა დადუმ,- რაღაც უნდა მოვიფიქრო.

როგორც იქნა, მზემ ღრუბლებს თავი დააღწია და ცაზე გამოღიმილდა. დადუ საქმეს შეუდგა, ნაკადულთან  დახერხილი  ფიცრები, ბაგირები, დათლილი მორები დააახვავა.

-რას აკეთებ, დადუ? -მეგობრებმა დათუნიასთან მოირბინეს. 

-დადუ ხიდს აკეთებს!-კაჭკაჭებმა ეს ამბავი მთელ ტყეს მოსდეს. 

-მერე, ჩვენ დასახმარებლად რატომ არ გვეძახის?- გაწყრნენ მელია და მგელი.

მეორე დღეს გაღმა -გამოღმა ნაპირებთან მტკიცე ბურჯებზე დამაგრებული, მაგარ ბაგირებზე გადაჭიმული და ფიცრებისგან შეკრული  ხიდი -საქანელა  მზად იყო.  ყველა ნაკადულთან შეგროვდა, ეს ამბავი რომ ეზეიმათ. 

შორეული ადგილებიდან სტუმრებიც კი მოსულიყვნენ,-ცნობისმოყვარე თახვები. მათ დადუს საჩუქარი მიართვეს, - ხის კოხტა აბრა, რომელზედაც ლამაზად ამოეკვეთათ წარწერა „დადუს ხიდი-საქანელა.“

ბულბულებმა გალობა დაიწყეს. ყველანი ხიდზე გადასასვლელად მოემზადნენ. 

-ხიდზე პირველად შენ უნდა გადახვიდე, დადუ!-დაიძახა ირემმა. 

ცნობისმოყვარე ხვლიკმა ვერ მოითმინა, დადუს წინ გაურბინა და ხიდზე ელვის სისწრაფით გადაიქროლა, წამში გაღმა ნაპირზე გაჩნდა. ტყის ბინადრებმა ამაზე ბევრი იცინეს. 

მეგობრები მთელი დღე ერთობოდნენ. ჯერ ხიდის სიმაგრე მოსინჯეს, მერე ქანაობით იჯერეს გული.  გაქანდებოდნენ-გამოქანდებოდნენ და სკუპ!-ნაკადულში ჩახტებოდნენ. თახვებსაც ძალიან მოეწონათ ხიდი-საქანელა.

დაღამდა. ყველა სახლში წავიდა. ხიდს მთვარემ გადმოხედა. 

-რა იქნება მეც რომ ვიქანაო?-გაიფიქრა მან, ჩამოიწია და საქანელა ხიდის  ბაგირზე დასკუპდა.  გაკვირვებული ნაკადული გაიტრუნა, აქამდე არასოდეს ენახა, მთვარეს ხიდობანა ეთამაშა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფალიაშვილი-ნადირაძე:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით მომთმენი

გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ოჯახის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ტემპი და საჭიროებები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026