დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი გაიკრიფა.
გემმა ზღვაში ღუზა ჩაუშვა. შავი ზღვა ღრმაა. ღუზა წყალში ღრმად ჩაეშვა. ზღვა რომც აღელდეს, ტალღები გემს ვერაფერს დააკლებენ.
მთვარე შუქურასავით ანათებს. ღამის სიჩუმეა.
სძინავს გემის კაპიტანს. მეზღვაურებსაც სძინავთ.
გემსაც ღრმად ჩასძინებია. აბა, რა, მას ხომ საიმედო ღუზა აქვს.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
წაახალისეთ ბავშვი, რომ იყოს მხარდამჭერი
ასწავლეთ ბავშვს, მხარი დაუჭიროს სხვებს, როდესაც ისინი რთულ სიტუაციებში არიან.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო