kids.ge logo

ჭიანჭველა

ფავორიტებში დამატება

ჭანჭიკა პაწაწა ჭიანჭველაა. ისიც ძმებივით ღონიერია, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭირს. თუ მისი ძმები ბუდისკენ ვაშლსა და სოკოს ეზიდებიან, ჭანჭიკა ათას ხარახურას ეზიდება. შეიპარება მჭედელი ჭოლას ეზოში და ხან ხის, ხან რკინის გადაყრილ, უსარგებლო ნაჭრებს ბუდისკენ მიათრევს. ხანდახან ნამდვილ ჭანჭიკსაც წამოიყოლებს. ჭანჭიკა ამიტომაც დაარქვეს. 

სახლიდანაც ხშირად იპარება, სულ ბუდის შორიახლო დახვავებულ ხარახურას უჩხიკინებს.

გუშინ ბუდესთან ახლოს ჭინჭარამ და ჭიჭომ ჭაბუას ბაღიდან მოზიდული ჭანჭურის გორა აღმართეს. ჭიანჭველებმა ორივე ქებით აავსეს, ჭანჭიკას კი ხის მორიგი ნაჭრის მოტანისთვის ისევ შავი დღე აყარეს.

მეორე დღეს თავსხმა წვიმა წამოვიდა. ნიაღვარმა ჭანჭურის გორა წამში გაიტაცა, მერე ჭიანჭველების ბუდე დატბორა. შეშინებულმა ჭიანჭველებმა ბუდის წვერზე მოიყარეს თავი. 

უცებ მათკენ კარგად გამართული პაწია გემი გამოცურდა. გემს თურმე ჭანჭიკა მართავდა. 

-ძმებო, გემბანზე ამოცოცდით!-დაიძახა ჭანჭიკამ. 

ჭიანჭველების გემი დატბორილ მინდორში გაცურდა. შიში უცებ გაქრა,- თითქოს შორეულ მოგზაურობაში მიდიოდნენ. 

-სულ ვუჯავრდებოდით, ის კი თურმე შავი დღისთვის გემს აგებდა,-თქვეს ჭიანჭველებმა,-ჩვენ საყვედურებით გავსებდით, შენ კი გადაგვარჩინე! გასაჭირში დაგვეხმარე! ბოდიშს გიხდით, ჩვენო ჭანჭიკა! 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კომუნიკაციის უნარები

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს მკაფიოდ და თავაზიანად გამოხატოს თავისი აზრები და გრძნობები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026