kids.ge logo

მეგობრები არიან

ფავორიტებში დამატება

მამალი ჯაბა და ოფოფი ფატი  მეგობრობენ. ფატი  ყოველ დილით მოფრინავს ჯაბას ეზოში. 

-ნახე, რა ლამაზია ჩემი სავარცხელი!-თავს იწონებს ჯაბა.

-ჩემი უფრო ლამაზია!-ამბობს ფატი,-ბუმბულიც შენზე ლამაზად მაქვს მოხატული.

-ჩემსაც ვერც კი შეედრება,-ბრაზდება ჯაბა,-და  არც დეზები გაქვს ფეხებზე...

ფატის  ცრემლები ერევა და მიფრინავს.

არწივი ბეგი და ბეღურა ბაბიც მეგობრები არიან. მოენატრება ბაბის მეგობარი, აფრინდება მაღლა, სულ მაღლა და დაიძახებს:

-ბეგიიი! სადა ხარ, მეგობარო!

ბეგი ცას ფრთების შხუილით მოაპობს:

-ბაბი, აქა ვარ, მეგობარო! ხომ არაფერი გაგჭირვებია?

ჩამოსხდებიან მუხის განიერ ტოტზე და ტკბილად საუბრობენ. რას არ იტყვიან,-ამ მთისას, იმ ბარისას...წასვლისას ბაბი ბეგის არიგებს:

-სწრაფად არ იფრინო, ბეგი! თავს გაუფრთხილდი,   ხიფათს არ გადაეყარო! გახსოვს, კლდეებს შორის ფრენისას  ფრთა რომ დაიზიანე!

-რა კეთილი ხარ, ბაბი! შენ კი ძალიან მაღლა ნუ აფრინდები, პაწია ფრთები დაგეღლება, ვაითუ, დაბლა ჩამოფრენა გაგიჭირდეს!

-დარდი ნუ გაქვს, არაფერი მომივა.

-მალე ერთად გავფრინდეთ, შორეული ადგილებიც მოვიაროთ...

-შორს ფრენა არ შემიძლია, მეგობარო! შენსავით ძლიერი არა ვარ!

-მე აქ რისთვის ვარ? ზურგზე შეგისვამ და ისე გატარებ, ბაბი!

-ბეგი,  უშენოდ რა მეშველებოდა!

-სადაც არ უნდა ვიყო, შენს ძახილს მაინც გავიგებ!

ახლა თქვენ თვითონ იფიქრეთ, ნამდვილი  მეგობრები ვინ არიან: ჯაბა და ფატი, თუ ბეგი და ბაბი.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩავლეიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს ტრანსპორტში

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ტრანსპორტში და როგორ უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026