kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა მწერი. 

რა ერქვა? 

საოცარი ისაა, რომ სახელი სულაც არ ერქვა. 

ძალიან მორცხვი იყო, სულ  ფოთლების ქვეშ იმალებოდა და იქიდან მალულად  იჭყიტებოდა.

რა გასაკვირია, რომ მწერებმა მას სახელი ვერ დაარქვეს. 

მშვენიერმა   ჭიამაიამ მას  სათამაშოდ დაუძახა, მაგრამ მწერს შერცხვა და არ გამოვიდა.

-არ უნდა ჩვენთან თამაშიო,-გაიფიქრეს  და თავი დაანებეს. 

ერთხელ ჭიამაია შორს გაფრინდა. ამასობაში დაღამდა. ჭიამაია შინ ვერ ბრუნდებოდა. 

ყველა მას ელოდა, პატარა მწერიც  ფხიზლობდა:

-რა ვქნა, რით დავეხმარო ჭიამაიას? ვაითუ, ხიფათს გადაეყაროს. მთვარეც ძლივს ანათებს!  ჩვენი საყვარელი დაიკო  გზას როგორ გამოიგნებს! 

არ იცოდა, რა ექნა, აქეთ-იქით აწყდებოდა:

-ნეტავი, მზის სხივი ვყოფილიყავი!

მთვარე ხომ მზის სხივებს ირეკლავს. გაიგონა მწერის ნატვრა და მზის ერთი პაწია სხივი გამოუგზავნა. სულაც არ დანანებია.

აი, საოცრება!  ღამის სიბნელეში მწერი მზის პაწია სხივივით აციმციმდა. ყველა გაოცდა. 

დაინახა ჭიამაიამ, რომ ძირს რაღაც ციმციმებდა, უხმოდ ეძახდა.  სწორედ მისკენ  გამოფრინდა.

-რა კეთილი ყოფილხარ!..  და რა ლამაზი! აი, თურმე როგორი ხარ! -დიდი მადლობა, მეგობარო!-შესძახა ჭიამაიამ.

-როგორ ციმციმებს! -შესძახეს მწერებმა,-ამიერიდან ღამის სიბნელისა არ შეგვეშინდება! 

- მე შენ სახელს დაგარქმევ,-თქვა ჭიამაიამ,-ციმციმავ, რა უფრო მოგიხდება? ციმციმა თუ ნათება? ციმციმ-ნათელა! დიახ, შენ დღეიდან ციმციმ-ნათელა გერქმევა!

დიდხანს ეძახდნენ   მეგობრები  მას ციმციმ-ნათელას, მერე ვიღაცამ ამ სიტყვაზე კინაღამ ენა მოიმტვრია, ადგა და ციცინათელა დაარქვა. 

კიდევ კარგი...

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ წიგნები აჩუქოს სხვებს

წაახალისეთ ბავშვი, რომ აჩუქოს წიგნები მეგობრებს ან ოჯახის წევრებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026