kids.ge logo

სახლი ააშენეს!

ფავორიტებში დამატება

ორშაბათს ტყის ლამაზ მდელოზე ერთი თაგუნა გამოცუნცულდა:

-რა ლამაზი  მდელოა! მოდი, აქ სახლს ავიშენებ! 

- სახლი მყარად უნდა იდგეს.  ამისთვის  ჯერ მიწა უნდა გაითხაროს. ამას ჩემისთანა პატარა თაგვი როგორ შეძლებს? 

უცებ მიწიდან თხუნელა ამოძვრა:

-მეგობარო, გავიგე შენი ნათქვამი! თურმე სახლის აშენებას აპირებ. მე დაგეხმარები!

სახლია აშენება დაწყებულია. მიწა უკვე გათხრილია. საქმე მაინც ბევრია.  მეგობრები ძალიან დაიღალნენ.

- ქვიშას და ცემენტს  ვინ მოზიდავს? დუღაბს ვინ მოზელს? ტყიდან მორებს ვინ გამოიტანს? სახლის კედლებს ვინ ამოიყვანს? ვინ გადახურავს? იატაკს ვინ დააგებს? სახლს ხომ კარიც უნდა და ფანჯარაც.... ამდენ საქმეს ვინ გააკეთებს?

სამშაბათს მდელოზე სპილომ  გამოაბოტა: 

-რა ლამაზი მდელოა! მეგობრებო,  სახლს აშენებთ? მე დაგეხმარებით!

ქვიშა და ცემენტი მოტანილია.  დუღაბი  უკვე მოზელილია. საქმე მაინც ბევრია.  მეგობრები ძალიან დაიღალნენ:

ოთხშაბათს მდელოზე დათუნა გამობაჯბაჯდა:

-რა ლამაზი მდელოა!  მეგობრებო, სახლს აშენებთ? მე დაგეხმარებით!

ტყიდან მორები მოზიდულია, სახლის კედლები უკვე ამოყვანილია. საქმე მაინც ბევრია. მეგობრები ძალიან დაიღალნენ:

ხუთშაბათს მდელოზე ჟირაფი გამობაკუნდა:

-რა ლამაზი მდელოა, მეგობრებო, სახლს აშენებთ? მე  დაგეხმარებით!

სახლი გადახურულია. იატაკი უკვე დაგებულია. საქმე მაინც ბევრია.  მეგობრები ძალიან დაიღალნენ:

პარასკევს მდელოზე მელია  გამოცუნცულდა:

-რა ლამაზი სახლია! მეგობრებო, მეც დაგეხმარებით!

კარები დაყენებულია. სახლს უკვე  ფანჯრებიც აქვს.  საქმე მაინც ბევრია.  მეგობრები ძალიან დაიღალნენ:

-კედლებს ვინ შეღებავს?  მდელოს ვინ შემოღობავს? ეზოში ყვავილებს ვინ დარგავს? უჰ, რამდენი საქმეა!

შაბათს მდელოზე პეპლები გამოფარფატდნენ, ფუტკრები გამოზუზუნდნენ:

-რა ლამაზი მდელოა! რა ლამაზი სახლია! ჩვენ დაგეხმარებით!

რა კარგი ყოფილა ერთად მუშაობა! აი,  სახლის კედლები შეღებილია. ეზო შემოღობილია.  ყვავილებიც უკვე დარგულია.  საქმე მაინც ბევრია.  მეგობრები ძალიან დაიღალნენ.

ნუთუ, ღამემ ასე იჩქარა!   როგორ ჩამობნელდა! 

-უჰ, ვერაფერს ვხედავთ!  სახლს ვინ გაანათებს?

უცებ  ციცინათელები მოციმციმდნენ:

-ჩვენ აქ არა ვართ? დაგეხმარებით! გაგინათებთ!

კვირა დღეა. მეგობრები წვეულებისთვის ემზადებიან. მათ ხომ დიდი  სახლი ააშენეს! 

ტყიდან ჩიტები გამოფრთხიალდნენ:

-რა ლამაზი მდელოა! ეს  რა ლამაზი სახლი აგიშენებიათ!  შეიძლება ამ ეზოში ვიცხოვროთ?  ჩვენ ყოველდღე  გიმღერებთ!

-მობრძანდით! სულ ჭიკჭიკით იცხოვრეთ!

რა  კარგია! ცხოვრება ისეთი  მხიარულია! ეს იმიტომ, რომ მეგობრები ერთად არიან! ერთად ყოფნას ქვეყნად ვერაფერი  შეედრება. 

-ერთად ვიშრომეთ!  სახლი ერთად  ავაშენეთ! 

ყველანი აქ არიან. მარტო ციცინათელები არ ჩანან.  ისინი ახლა  სახლის ჭერქვეშ ისვენებენ.

-ძალიან ნუ ვიხმაურებთ, მეგობრებო! ჩვენი ციცინათელები მთელი ღამე ციმციმებდნენ.  სახლსა და ეზო-ყურეს გვინათებდნენ. ნუ გავაღვიძებთ! დაისვენონ!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ლოგიკური თამაშები

ასწავლეთ ბავშვს ლოგიკური თამაშები, როგორიცაა თავსატეხები, შაში ან ჭადრაკი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026