kids.ge logo

როცა დედამიწა დაიბადა

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი ძველად მოხდა,  წარმოუდგენლად დიდი ხნის წინათ, გასაოცრად უშორეს დროში.  კომეტამ, რომელსაც კუდიან ვარსკვლავსაც ეძახიან, ირმის ნახტომის გალაქტიკაში გაინავარდა და ჩვენს მზესაც ჩაუქროლა. დაინახა მზის მშვენიერი, გასაოცრად მოწესრიგებული სისტემა და ისე შეშურდა, ლამის თვალები დაევსო.

მზე თავის რვავე შვილს თავს ევლებოდა, ათბობდა, ანათებდა. რვავე შვილი დედის ირგვლივ ტრიალებდა. ამ დიდებულ ოჯახს კომეტა შორიდან უთვალთვალებდა, აკვირდებოდა.

პლანეტათაგან, ანუ მზის  შვილთაგან ზოგი ჯერაც კოსმოსურ ბურანში თვლემდა. აი, გაახილა თვალები ჩვენმა დედამიწამ, დაინახა მოელვარე მზე და გაიღიმა.

-გამარჯობა, ჩემო საყვარელო!-მიუალერსა დედამ,-როგორი ფერმკრთალი ხარ, ნუ გეშინია, ახლავე გაგათბობ!

მზემ უხვად დააფრქვია თავისი მცხუნვარე სხივები დედამიწას. ყოველი სხივი სხვადასხვაფრად დაიშალა და როცა ცისფერი ირგვლივ უხვად გაიშალა, დედამიწის მშვენიერებამ ოცნებასაც კი გადაამეტა.

-რა მშვენიერია ჩემი მესამე შვილი!-დაიძახა გახარებულმა მზემ.

-რას ამბობ, დედა,-მეგონა, მე ერთადერთი გყავდი!-გაკვირვებულმა დედამიწამ  მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დინახა.

-ჩემი და-ძმები სად არიან?

-თავიანთ გზაზე, ანუ ორბიტაზე,-აუხსნა დედამ, -ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, შვილო, ძნელია, მას თვალი ბოლომდე მიაწვდინო. რვანი მყავხართ, ჩემო საყვარელო. ბევრ თქვენგანს თანამგზავრებიც ახლავს...

გაბრწყინებული მზე თავისი შვილების ჩამოთვლას  შეუდგა:

პირველი მერკურია,-მხურვალე მარად, 

მეორე-ვენერა-ფერიას მასგავსი,

მესამე დედამიწა-სახლი სიცოცხლისა,

მეოთხე-სისხლივით წითელი მარსი.

მეხუთე-გიგანტი იუპიტერია,

მეექვსეს-რგოლები არტყია სატურნს,

მეშვიდე ურანია-ამაყი გიგანტი,

მერვეს-ლურჯ გოლიათს, თქვენ ხედავთ ნეპტუნს.

ეს ჩვენი ოჯახია, ასეთი ჩინებული,

ამათგან იქმნება სისტემა დიდებული!

რადგანაც კოსმოსის განსაკუთრებული წესრიგის გამო ახლოს ვერ მოდიოდნენ, და-ძმები დედამიწას შორიდან მიესალმნენ.

-გამარჯობა დედამიწავ, გამარჯობა, სიცოცხლის სახლო!

-სიცოცხლის სახლი?-გაუკვირდა დედამიწას,-ეს რაღაა?

-რა დიდებულია!- მთელი გალაქტიკა შეჰხაროდა ჩვენს დედამიწას, სიცოცხლის სახლს და სისტემის საფიცარს.

ჩვენი პლანეტა თავის გზაზე, ანუ ორბიტაზე მიაბიჯებდა, მაგრამ როცა შეტრიალდა, მზე ვეღარ დაინახა და მოიწყინა. ვარსკვლავების დათვლაც მალე მოსწყინდა.

ამასობაში ცაზე ბადრი მთვარე ამოგორდა. 

-შენ ვინ ხარ?-ჰკითხა მთვარეს დედამიწამ.

-მთვარე ვარ, შენი თანამგზავრი. ჩვენ სულ ერთად ვივლით, ერთმანეთს უჩინარ ხელებს გავუწვდით, მიზიდულობის ძალით შევაკავებთ.

ცისფერი დედამიწა ორბიტაზე მოძრაობდა. მის ირგვლივ მთვარე ბრუნავდა-ერთგული თანამგზავრი.

კოსმოსში მზის სხივების გადაძახილ-გადმოძახილი  ისმოდა.  პლანეტები და მათი თანამგზავრები სამყაროს შექმნაზე გასაოცარ ამბებს ჰყვებოდნენ.

კუდიანი ვარსკვლავი, ანუ კომეტა შურისგან ისე გაწითლდა, ისე გავარვარდა, ლამის თავადვე აიფეთქა თავი. ბოლოს გრძელი კუდი მოიქნია, მზის ოჯახს ჩაუქროლა და უსასრულო კოსმოსურ სივრცეში ჩაიკარგა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სხვების პატივისცემა

ასწავლეთ ბავშვს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და რომ მნიშვნელოვანია სხვების აზრის პატივისცემა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026