kids.ge logo

ნაკადული

ფავორიტებში დამატება

ნაკადული მთა-რამთას ციცაბო კალთაზე, სახურავივით გადმოხურული ხეების ჩრდილქვეშ დაიბადა. ერთხელ იძალა და მიწის ნაპრალიდან ამოჩუხჩუხდა. რამთას წყარო ეგონა, მაგრამ ნაკადული ყოფილიყო, რადგან წყაროსავით კი არ მოწანწკარებდა, რიხიანად მოჩუხჩუხებდა. 

-ეს რაღაა?-ხეებმა ტოტები დასწიეს, რაკრაკა ნაკადს ახედ-დახედეს.

-ნაკადული!

-რა დავარქვათ?

-დული-დული!-რამთას სახელის შერჩევაზე არ უწვალია, ნაკადულის რაკრაკა სიმღერაში იმდენი „დული-დული“ ისმოდა. 

-გამარჯობა, დული-დული!-მთის ფერდობებზე  გაშლილი ტყე ნაკადულს მიესალმა,-რატომ აყოვნებ? ჩამოედინე, ჩამოდი, შენც ხომ ამავეს ლამობდი!

ნაკადული თავქვე დაეშვა.

-შენ რა, უკვე მტოვებ, დული-დული?-მთამ საყვედური გაადევნა.

-აქაც ვარ, იქაც ვიქნები, ნუ შეგაშფოთებს ფიქრები,-დული-დული უკვე შორიდნ გაეპასუხა,-სათავე შენთან დავიდე, ახლა მსურს, ბარშიც ჩავიდე! გავყვები წვიმის ნაკვალევს, ჰა, კალაპოტიც გავკვალე!

-ჩვენ კი შენს ნაპირებს მივქარგ-მოვქარგავთ!-ჩაიკისკისეს ყვავილებმა,-ნახე,  ძვირფასო, როგორ  მოგხატავთ! გჭირდებით, კარგო, გჭირდებით, გაგალამაზებთ, გპირდებით!

-თითქოს წყალი მე არ უნდა ვასვა!-ჩაიბუზღუნა ნაკადულმა,-თითქოს თვითონაც არ ვჭირდებოდეთ! 

მაგრამ ჭრელა-ჭრულა ყვავილებმა  მისი ნაპირები ისე საუცხოოდ შეამკეს!

-შეგერგოთ ჩემი წყალი! შეგერგოთ!-გაიხარა ნაკადულმა.

ერთგან მეტად რბილმა  და ფხვიერმა მიწამ ისე შეისრუტა, კინაღამ შიგ ჩაიკარგა. საბრალო! როგორ შეეშინდა!

-აქ დავხუჭავ, ალბათ, თვალებს! და რა მალე! და რა მალე!

რამთამ მაშინვე თავის მწვერვალზე ცხვრის ფარასავით შეფენილ  ღრუბლებს მოუხმო:

-ტირია და ქვითინა! ბუტია და კაპასა! ახლავე აქ მოდით! დული-დულის თქვენი  დახმარება სჭირდება!

ღრუბლებმა ცა წამში ჩამოაბნელეს. არც აციეს, არც აცხელეს, სულ აწვიმეს და აწვიმეს.

ნაკადული მოღონიერდა, მხრებში გაიშალა, გაძლიერდა. მიწა წყლით ხომ გააჯერა, ჩქერი განა გააჩერა, ტყე შუაზე გადასერა, გულს ატკბობდა მისი მზერა.

-როგორ ვიყავი უნაკადულოდ!-უკვირდა ტყეს.

უცებ დული-დულის ვიღაცის ომახიანი სიმღერა შემოესმა.

-ეს მდინარე ჰერი-ჰერია!-აუხსნეს ხეებმა,-უთუოდ შენ გეძახის.

-მაშ, წავალ, შევუერთდები. გამიგია, რომ ყველა ნაკადული მდინარეს უერთდება.

-როგორ უკვე გვტოვებ?-გაუკვირდა ტყეს.

-გაიხალისეთ ფიქრები, აქაც ვარ, იქაც ვიქნები!-ნაკადული უკვე შორიდან გაეპასუხა.

-მხიარული ჟრიამულით, აჰა, მოდის დული-დული! აქარგული-ჩაქარგული, განა ტყეში ჩაკარგული, მომღერალი ნაკადული! მორაკრაკე ნაკადული!

ამას ნამდვილად მდინარე ჰერი-ჰერი ამბობდა, ნაკადულს მოუთმენლად ელოდა:

-ჩქარა, დული-დული,  ჩქარა! აბა, ჰე, მეგობარო! პირდაპირ ზღვისკენ გავუტიოთ!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რაზმაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ სიმბოლური ჯილდოები

გამოიყენეთ სიმბოლური ჯილდოები, როგორიცაა სტიკერები ან ქულები, რათა ბავშვი მოტივირებული იყოს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026