kids.ge logo

დაეხმარნენ!

ფავორიტებში დამატება

გზაზე ჭიანჭველა მძიმე ტვირთს მიათრევს. ზიდვა უჭირს და ხვნეშის. უცებ ჭრიჭინის ხმა  ესმის. ჰო, ეს ჭრიჭინაა:

-დილა მშვიდობისა, ძმობილო!

-დილა მშვიდობისა, მეგობარო!

-ასე ადრიანად სად ყოფილხარ?

-საშოვარზე ვიყავი. ხომ ხედავ, პურის ნაჭერი ვიპოვე, მაგრამ...

-რა მაგრამ? რამოდენა ტვირთია! ყოჩაღ, ძმობილო!

-ასეთ შოვნას და მერე სმა-ჭამას რა ვუთხარი... ქანცი გამიწყდა... ნეტავი, ვინმე დამეხმარებოდეს! 

-რა კარგ დროს მოვსულვარ! მე დაგეხმარები, ძმობილო! ჩემი სიმღერა გაგამხნევებს და ტვირთს  ხალისით წაიღებ... მღერა-მღერით დაგეხმარები!

ჭიანჭველა მწარედ ოხრავს და ტვირთს ექაჩება. ჭრიჭინა მის თავზემოთ მიფრინავს ნება-ნება და არხეინად მღერის:

-ჭრიჭი-ჭრიჭი-ჭრიჭი! მაქვს სიმღერის ნიჭი!  უსაქმობა კმარა! გზას გავუდგეთ ჩქარა! მალე მივალთ სახლთან... შეისვენე ახლა!

 

II

ამ ჭაპანწყვეტაში მოშუადღევებულა. ჭიანჭველა წუთით ისვენებს, შუბლიდან სიმწრის ოფლს იწმენდს. მათკენ ჭიამაია მოდის. მეგობრებთან შეხვედრა უხარია:

-მოგესალმებით, მეგობრებო!

-გამარჯობა, ჭიამაია!

-ამ ტვირთს შენ ეზიდები, ძმობილო ჭიანჭველა?! უჰ, რამოდენაა! ყოჩაღ, მეგობარო! რა მარჯვე ხარ! რა ღონიერი!

-აბა, როგორ არა!-ცხარობს ჭრიჭინა,- უჩემოდ ამოდენა ტვირთს ძვრასაც ვერ უზამდა. მთელი  გზა ვჭრიჭინებდი, მღერა-მღერით მოვდევდი, ვამხნევებდი... ჰეი, ჭიანჭველავ! მეტისმეტად გაგიგრძელდა დასვენება! აბა, ტვირთს მიაწექი! მარჯვნივ გააჩოჩე, მარჯვნივ, შე ბოთე!  მარდად, ძმობილო, მარდად!

ჭიანჭველამ სიმწრით დაიკვნესა. ჭიამაიამ იგრძნო მისი გასაჭირი და უთხრა:

-ნუ გეშინია, არ მიგატოვებ! მძიმე ტვირთს ბუდემდე მიგატანინებ...

  

III

ჭიანჭველა და ჭიამაია მძიმე ტვირთს ეზიდებიან. ჭრიჭინა მათ თავზემოთ მიფრინავს და არხეინად მღერის. რადგან ტვირთის ზიდვა არ უჭირთ, ამ ორს მისი სიმღერა უკვე სიამოვნებს. რა უნდა ქნან, როცა ასეთი ჭრიჭინა, თუმცა უქნარა მეგობარი მაინც გულით უყვართ.

ამასობაში კიდევაც მოსაღამოვებულა. ოჰო!  ჭიანჭველების ბუდესთან უკვე  მისულან!

-დიდი მადლობა, მეგობარო! შენ რომ არა, რა მეშველებოდა!

-აბა, მეგობრები რისთვის ვართ?! ეგ რა სამადლობელოა!

-ვახშამზე დამეწვიე, მეგობარო!

-დიდი მადლობა, სხვა დროს იყოს! მეც უნდა მოვასწრო დაღამებამდე შინ მისვლა! ნახვამდის, ჭიანჭველა!  ნახვამდის, ჭრიჭინა!

-ნახვამდის!

-გზა მშვიდობისა, მეგობარო!

ჭიამაია შინისკენ მიეშურება, ჭრიჭინას კი არსად მიეჩქარება, არხეინად ჭრიჭინებს:

-ვახშამზე მე დაგეწვევი, ძმობილო! ხომ გაგიგია, მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო...

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ყოყოჩაშვილო:


Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას დადებითი ასოციაციები რუტინასთან

გახადეთ რუტინა სასიამოვნო და სახალისო, რათა ბავშვს დადებითი ასოციაციები ჰქონდეს მასთან.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026