kids.ge logo

ჭია და ჭიამაია

ფავორიტებში დამატება

პრანჭია ყვავილებმა იფიქრეს, რომ მზიანი დარი მათ ჭიამაიამ მოუტანა და მადლობებით აავსეს. 

ნაწვიმარზე მიწიდან ჭიამაც ამოყო თავი, გაიზმორა, გაიწელა, კაშკაშა მზეს იმანაც სხვებივით შესცინა. ყვავილების ნათქვამი გაიგონა და გაუხარდა:

-მეც ხომ ჭია მქვია! თურმე სეხნია მყოლია, მე კი არ ვიცნობდი!.. მე ჭია ვარ, შენ კი ჭიამაია... გამარჯობა, საყვარელო დაია!

ყვავილებმა გაიგონეს და გადაიკისკისეს:

-ჭიად ყოფნას არ სჯერდები? ჩვენს დობილს როგორ ედრები! ნახე, მშვენებით სავსეა... მზიანი დარის მაცნეა...

ემწარა ჭიას მათი დაცინვა:

-თქვენ მე უსაქმური ხომ არ გგონივართ? მთელი დღე მიწას ვაფხვიერებ, მეც ვეხმარები, ვაძლიერებ... თქვენ რომ ლაღად გაიზარდოთ, ფესვები რომ გაიმაგროთ...აჯობებს, ისევ მიწაში ჩავძვრე... ეს საუბარი მაინც ფუჭია, ჰოდა, მეც თვალი დამიხუჭია...

გაიწია, გაიწელა და ისევ მიწაში ჩაძვრა.

ამ ამბავს ჭიანჭველა ჭანჭიკა შეესწრო, ვერ მოითმინა და პრანჭია ყვავილებს გაუჯავრდა:

-გრცხვენოდეთ, პრანჭია ყვავილებო, გრცხვენოდეთ! განა არ იცით, რომ დედაბუნებას ყველა შვილი ერთნაირად სჭირდება... თქვენც... ჭიაც... 

პრანჭია ყვავილებს მართლა ძალიან შერცხვათ. რადგან ჭია მიწის ზემოთ უკვე არ იყო, მიწის სიღრმეებს ჩასძახეს:

-ბოდიშს გიხდით, გამრჯე ჭიავ! ბოდიშს გიხდით! ნუ გაგვინაწყენდები, გეთაყვა! გვაპატიე!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფორჩხიძე:


Kids.ge-ს რჩევები

სათამაშო საღამო

დაგეგმეთ ყოველკვირეული სათამაშო საღამო, სადაც ყველა ერთად თამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან კარტს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026