kids.ge logo

გელა და ღრუტუნა

ფავორიტებში დამატება
გელამ ამ ღორს, მოფერებით
რომ უწოდა ღრუტუნა,
არ დააკლო საყვედური,
ნერვებმა, რომ უმტყუნა.

გელა:
სისუფთავე, რომ არ გიყვარს,
მე. ეგ უკვე ადრეც ვთქვი,
ლოგინი ხომ არ გეგონა,
ტალახში, რომ ჩაწექი?

ღრუტუნა:
სხვებიც არის ჩემისთანა
და მე მარტო რას მერჩი,
ვერა ხედავ, ცოტა იქით,
ტყლაპოში წევს კამეჩი?!

გელა:
ლაპარაკი სხვა ცხოველზე
ნუ გადაგაქვს მაცდურად,
კამეჩს ტყლაპო უყვარს, მაგრამ
მდინარეშიც დაცურავს.

ღრუტუნა:
მოთხუპნული სირული
მეც არ მომწონს ძალიან,
მაგრამ წყალში ვეღარ შევალ,
ცურვა არ მისწავლია.

გელა:
შინარი ცხოველები
ბალახს ძოვენ ფრთხილადა,
შენ, რომ ველი გადათხარე
დაგიჯდება ძვირადა.

ღრუტუნა:
მდელოს როდი ვემტერები,
ეგ სიცრუე ვინ გითხრა?
მე ბალახის ძირი მიყვარს
და მოვჩიჩქნე დინგითა.

ველი კი არ გადავთხარე,
ალაგ-ალაგ გავჩხაპნე...
საყვედურებს გირჩევნი
გამიკეთო საშხაპე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხეებიხეები როგორ მოხრილან ფესვი უხმებათ ალბათ, ბევრი ვარამის მნახველი თითქოს დაღლილნი სჩანან. ალბათ სიყვარულს ...ბავშვის თვალებიბავშვის თვალები სუფთაა, ფაქიზი, მუდამ ნათელი, როგორც ტაძარში ლოცვის ჟამს გაბრწყინებული სანთელი. დაე, ციურ...ფოთოლიფოთოლი ვარ, ნიავ-ქარში საამურად მოშრიალე, ახლოვდება შემოდგომა და მოვწყდები ტოტებს მალე. მაგრამ ეგ ნუ შეგა...პატარა გმირიერთი პატარა გმირი ვარ, ჯერ თოფის სროლა არ ვიცი, მაგრამ სამშობლოს გასაჭირს მეც დიდებივით განვიცდი, მიველ დ...ღორიდილით ადრე დედა ღორი გზას გაუდგა ტყისაკენ, შინ დატოვა მშივრები მომზირალი ცისაკენ. მშივანა, მცივანა, თბილა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026