kids.ge logo

გელა და ღრუტუნა

ფავორიტებში დამატება
გელამ ამ ღორს, მოფერებით
რომ უწოდა ღრუტუნა,
არ დააკლო საყვედური,
ნერვებმა, რომ უმტყუნა.

გელა:
სისუფთავე, რომ არ გიყვარს,
მე. ეგ უკვე ადრეც ვთქვი,
ლოგინი ხომ არ გეგონა,
ტალახში, რომ ჩაწექი?

ღრუტუნა:
სხვებიც არის ჩემისთანა
და მე მარტო რას მერჩი,
ვერა ხედავ, ცოტა იქით,
ტყლაპოში წევს კამეჩი?!

გელა:
ლაპარაკი სხვა ცხოველზე
ნუ გადაგაქვს მაცდურად,
კამეჩს ტყლაპო უყვარს, მაგრამ
მდინარეშიც დაცურავს.

ღრუტუნა:
მოთხუპნული სირული
მეც არ მომწონს ძალიან,
მაგრამ წყალში ვეღარ შევალ,
ცურვა არ მისწავლია.

გელა:
შინარი ცხოველები
ბალახს ძოვენ ფრთხილადა,
შენ, რომ ველი გადათხარე
დაგიჯდება ძვირადა.

ღრუტუნა:
მდელოს როდი ვემტერები,
ეგ სიცრუე ვინ გითხრა?
მე ბალახის ძირი მიყვარს
და მოვჩიჩქნე დინგითა.

ველი კი არ გადავთხარე,
ალაგ-ალაგ გავჩხაპნე...
საყვედურებს გირჩევნი
გამიკეთო საშხაპე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის მახარობლადგაზაფხულის მახარობლად მსურს მოგიძღვნა ლურჯი ია; სიყვარულით შევკონო და ვერცხლის თმებში ჩაგიბნიო. იის ფერი ...ჩიტი და მელიაჩიტი ხეზე შემომჯდარა ახლოს დაძრწის მელია, ბარტყის ბუდეს თუ მიაგნო მოშორება ძნელია. ჩიტი ფრთხილობს, გაურბი...ჭიამაიაწვიმის წვეთი აღვიძებს, ციცქნა ჭიამაიებს. გული ლხენით ევსებათ, როცა კარგი დარია....ბეღურაწუხელ შენ სად გეძინა მოწყენილო ბეღურავ? ალბათ ტანზე მსუბუქად მთვარის შუქი გეხურა. რა სიზმრები მოგგვარა მთ...ია და ენძელაია ენძელას ეძახის- ჩქარა ამოდი მიწიდან, განა არ იცი სოფელი მოუთმენლად რომ გიცდიდა? ენძელამ თავი ამოჰყო გა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026