kids.ge logo

ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

ხალი წლის ღამეა,
ცვივა თოვლის ფანტელი,
ქარმა დაატრილა
თეთრი კორიანტელი.

ნეტავ რას აკვირდება
ცისფერთვალა ხატია?
ყინვას თურმე სარკმელი
კოხტად მოუხატია.

ნაძვის ხესთან ბავშვები
ცეკვავენ და მღერიან.
თითქოს ჭერიც იცინის,
ყველა ბედნირია.

ზარის ხმაზე კარს აღებს
პაწაწინა ცაბუ
და ოთახში შემოდის
თოვლის თეთრი ბაბუა.

ის გზად არ შეშინდა
ქარს და ყინვის მარწუხებს.
ახლა ხურჯინს გახსნის და
დარიგებს საჩუქრებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთრის პირზე ფოთლები ფიფქებივით სცვივა. გაშიშვლებულ ხეთა ტკივილს უთანაგრძნობს დილა. გაშიშვლებულ ხის ტოტე...შვლის ნუკრის ჩივილიშვლის ნუკრი ვარ, რქებიც არ მაქვს, დაუცველს და პაწაწინას... ბედმა ისე დამიბრიყვა, არ მყავს დედა, არ მაქვს ...წვიმის სიმღერაწვიმის ხმაური, წვიმის მუსიკა, პოეზია და ლექსი უსიტყვოდ. სულში ჩამწვდომი ახლავს სინაზე ზღვიდან ამოსულ ქარი...აპრილიაპრილია, აპრილი თეთრი ფიფქი გვათოვს და ფარფატი პეპლების ყველას კარგად გვახსოვს. ვის არ ხიბლავს ეზოში ყვავ...წმინდა ნინოწმინდა ნინო უფლის წრფელი, სიყვარულით აღიზარდა; პატრიარქმა დაავალა, ქრისტეს რჯული ექადაგა. სამშობლოში რომ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026