kids.ge logo

პატარა ბიჭი ვიყავი

ახალი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
“დაურჩი დედას, კარგი ხარ!”
შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი ჰქონდა ღიო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვადა, იო.

გვეგონა, დაბლა ქვეყანა
მაღლა ცით დათაფლულაო,
შიგ სიყვარული ნათესი
ჩვენს კარზე ამოსულაო!

თავზე დავიდგით გვირგვინი,
მივდექით საყდრის კარსაო;
მამასახლისმა დაგვჩხავლა:
- “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო!

ნეფეს სალდათად იწვევენ,
უნდა მოხადონ ვალიო;
სამ წლამდის ქვრივად დარჩება
ხემწიფის პატარძალიო”.

ავტირდი პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭუკელაო;
“ვაი შენს დედას, საბრალოვ!”
შემომტიროდა ყველაო.

პატარა გოგოც ატირდა,
პატარა გოგუცანაო,
მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე
სხვა ნახა ჩემისთანაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026