kids.ge logo

ძირს

(სიმღერა)

ფავორიტებში დამატება
ძირს, მთავრობავ, უსამართლო!
ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
“ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!”

კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ - “ძირსო!”

ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ: “ძირსო!”

ბნელს ნათელმა მოშუქა
და ერთ რამედ ესეც ღირსო!
ძველი წესი-წყობილებაც
ბნელს გაჰყვება და შენ - “ძირსო!”

შენგან, ძალანებურად,
არ მოველით დანაპირსო.
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდებხარ, - “ძირს და ძირსო!”

ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
ღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას
სჯობს იტანჯო ერთმა - “ძირსო!”

ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!
ყოველის მხრივ შეგძახიან:
“ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026