kids.ge logo

ძმობა, ერთობა და სიყვარული

ფავორიტებში დამატება
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
მაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026