kids.ge logo

გლეხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მივალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მთებია;
სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გაჩენს,
თანვე დაწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
მან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ლალის ოფლით ნაშონსა
ლუკმას ვსჭამ გემრილადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დარალულს ქვა რომ მაჭამიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნირი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსინი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქინი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თავთუხინი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათინი,
სავსე კოდები მიდგი
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქინი!

ფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შევეხვეწები;
ცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
მათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026