kids.ge logo

კაფია

(ვუძღვნი შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
მცირე რამ შემონაწირი
მიღე თავის ძმისგანა,—
მეც შენებრ გული მიტირის,
დაჩაგრული ვარ მტრისგანა.

ასწავლე ბავშვებს ბავშვურად
ჰანგები გულზე მწდომია,
ტრფილი ბუნებისადმი,
მამა-პაპური ომია.

ბავშვთ გულის მესადუმლევ,
ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა,
ბავშვების ჭირი და ლხენა
გულს მიგაჩნია წყლულადა.

მე როდი მომეწონება
სიტყვა ნათქვამი უმადა,
მიტომ გკოცნი პირშია,
გადმოგეხვევი ძმურადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026