kids.ge logo

მოგონება

ფავორიტებში დამატება
დარბაზში იჯდა თავადი,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა,
და მის წინ ქონის სანთელი
მკრთალი ნათელით ბჟუტავდა.
მოხუცებული ჭაღარა
ფიქრებში იყო გართული,
ერთს საგანს დაჰშტერებოდა
მისი გონების მართული.
იმხანად ამბად გავარდა:
ზატებენ ყმებსაო,
ქმარი მოვა ცოლს სახლში,
ძმა უბრუნდება ძმებსაო.
რა მოსაფიქრი საქმეა,
ჭკვად მოსატანი ესაო? _
სთქვა ქახოსრომ მწყრალადა
და ამოუშვა კვნესაო.
ჩვენ აღარაფერს გვკითხავენ
ჩვენის საქმისას, ჰყურობთო?!
გვეუბნებიან, თქვენს ყმებსა
ვად ეპყრობით, ჰშურობთო
თითქოს თუ განთავისუფლდენ,
მაშინ გვექნება ძმობაო?
მე არ მოგიკვდეთ... უფროცა
ჩამოვარდებაო მტრობაო...

ხალწლის დილა გათენდა, _
ძღვნობა-დღედ არის ცნობილი,
სისხამ დილაზე წამოდგა
ბატონი კეთილშობილი...
მას ძღვნის დარდი არა აქვს,
ვანზე დგას მდუმარე, _
და ისევ ჩიბუხსა ჰსუტავს,
სახით ქუში და მჭმუნვარე.
შენიშნა, დედაკაცები
რეკებიან ვირებსა...
წყალზე მიდიან, თავშლებში
ჰმალვენ გაყინულს ცხვირებსა.
მათ შეძახა: “დედებო,
ჩვენკენ წამოდით ჩქარაო,
უნდა რამ გამოგიცხადოთ,
ნუღა ყოყმანობთ, კმარაო!”
_ ჩვენი ბატონი გვეძახის,
უნდა ვეახლოთ, ქალოვო,
წყენს და გაგვიჯავრდება,
ბარემ მოვბრუნდეთ, ძალოვო! _
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
ვირები მიდგნენ ეზოში,
ერთი მათგანი კოჭლობდა,
ქარი თუ სჭირდა თეძოში.
მივიდენ, თავი დაუკრეს,
მოკრძალვით დადგნენ განზედა:
“რა გნებავთ, ჩვენო ბატონო,
ან დაგვიძახე რაზედა?”
თავადმა ხმა როდი გასცა,
ბიჭებს უბრძანა მკვახედა:
“წადით და ეხლავ, ამწუთას,
ამ დიდს ქვევრს ამიხადეთა;
მოხსენით ვირებს კოკები
და სულ აავსეთ ღვინითა,
თუ უნდათ, ქალებსაც ასვით,
რომ შინ წავიდნენ ლხინითა”.
ასრულდა მისი ბრძანება
მავე წუთას, დილითა,
დიაცნი გაცებულნი
ბატონს შეჰსცქერენ ღმინითა.
“რად გიკვირსთ, ჩემო დედებო!
კიდევ რა გითხრათ, იცითო?
დღეს ამას იქით მე და თქვენ
უნდა შევიკრნეთ ფიცითო:
მე აღარა ვარ ბატონი,
თქვენ კიდე _ ჩემი ყმანიო,
განთავისუფლებთ ყველასა,
შევთვისდეთ როგორც ძმანიო...
წადით, უთხარით მეზობლებს
და გახარეთ ყველაო,
ღვინოს რომ ჰსვამდეთ, ესა სთქვით:
მომცემი ადღეგრძელაო!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026