kids.ge logo

ქართლს

ფავორიტებში დამატება
ქართლო, დარდების ამშლელო,
გულ-მაგარ ძეთა მხარეო!
რო გნახე, გული აძგერდა,
ფიქრი მეწვია მწარეო.
რა ვსთქვა, ისა სჯობია,
გულშივე დარჩეს ბარეო.
დავჯე, დავიწყე ტირილი,
ცხარე ცრემლები ვღვარეო.

თას დარდებში გამხვიე,
ლამაზო არე-მარეო!..
ტირილით რაღას ვუშველი,
ფილაც გამოვცალეო.
შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო.
გაღმით რომ გორიჯვარია,
საოცნებოა რამეო.
გორის თავს გალავანია,
დიდს მთის კლდეს შევადარეო;
ბევრი უნახავს ვაბა,
ცრემლი და ომი ცხარეო;
რა დამავიწყებს იმ წამსა,
როს დაჰნათოის მთვარეო!
ამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,
ლიახვსაც ვემუდარეო,
მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,
ურყევი, დაუმცდარეო;
მათ ზირი აქვთ სიცოცხლე
ერთი-სხვის გასახარეო.
რა ვნახე იმათ ძმობაი,
ცრემლები გადმოვღვარეო.
ტირილით ვეღარ ავავსებ,
ფილა გამოვცალეო.

შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026