kids.ge logo

ომის წინ ჯარის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.
დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
ხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათელი,
სისხლი გვიფუის ძარღვებში,
სისხლი ლაშქრობას ჩველი,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
რა ვართ გამორჩელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026