kids.ge logo

სიყმე სიბერედ ვაქციე

ფავორიტებში დამატება
სიყმე სიბერედ ვაქციე,
რი კი - ვერა ერადა.
მედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აწია ზენადა.

შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
მისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შერაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.

მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.

მას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გამართიათ ყრილობა.

შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დასახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!

რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
სუსურთ საღეჭ კევადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026