kids.ge logo

მემღერება და ვიმღერი

ფავორიტებში დამატება
მემღერება და ვიმღერი, _
გულზე მჭირს სამი ირა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
რავინ გამიმზინა!
ნისლებში გახველია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი,
დაჟინებულის მის ცქერით
შევიქენ დასაძრახავი.
გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.
ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ჰღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს მერე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ბინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026