kids.ge logo

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი

ფავორიტებში დამატება
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,
დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული
მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;
ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;
კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუბულნი
და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საცარი
და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!
მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა
და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენირის ცით
მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიმით;
მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,
ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!
დეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,
მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიმოვნება
და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანომადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ...დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...ჩვილიმიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უა...ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ...ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026