kids.ge logo

საყურე

ფავორიტებში დამატება
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
სე საყურე,
ცხო საყურე,
თამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელსშევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს, გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს, შევსწი...სუმბული და მწირიმწირი სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო, რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო? მარქვი, სადა არ...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026