kids.ge logo

აპეურები

ფავორიტებში დამატება
დღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედი
და ქედზე მძიმე უღელი მადგას.
წაჭერილი მაქვს აპერები:
თეთრი და შავი _
რი ფერის გამძლე ბაწარი.
უნდა ვიბრუნო, ვიტრილო და როგორც ხარმა,
ქვამარილივით გაცრეცილი დღები ვლოკო.
არ გამომხსნიან ამ უღლიდან, სანამ ჩემს ქედზე
არ გალევა, არ გაწყდება დღის აპერი.
შემხსნიან მერე შავ ბაწარსაც და
მოწყურებულს შორს წამიყვანენ,
დავიწყების მდინარეზე წყლის დასალევად...
დღისა და ღამის გასაყარში
ღამის მეხრეს გამაყოლებენ.
თვალს გამაყოლებს შემოქმედი და
ჩველი სიდინჯით იტყვის:
ღვინია ხარმა თავის წილი
კალო გალეწა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ...ნუ გეშინიანუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდე...ამ მიწის ბედი ჩემი ბედიაამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებ...ბედისწერის ცხენითოკს აბია ბედისწერის ცხენი, მაგრად არის ჩარჭობილი პალო, ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით სადღაც მივალთ, რ...ალბათ ხარობდა დედაი!სადღაც აქვეა სიკვდილი, როგორ ახლოა მიწა, არყოფნის გემებს მივკივი არარაობის ზღვიდან; ალბათ ხარობდა დედაი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026