kids.ge logo

კ. ბ. მ - სას

ფავორიტებში დამატება
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას...
მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა
ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა...
გული, თრობილი მის წმინდა მადლით,
ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.
ნუ მეუბნები, რომ იგი იყო
გუნურება და ცდომილება, —
ღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,
ვიდრე უცდომი გამოცდილება!
დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს
მადლ, უნუგეშ მივის-ღა გული...
მისოდ გული ცივია, ბნელი,
ვითა სადგური გაუქმებული.
ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი
ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!
უფრო ნეტა მას, ვისც სამარემდე
გულით რწმენილი გულსვე შთენია!
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველ ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026