kids.ge logo

ხოგაის მინდი

ფავორიტებში დამატება
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვინა ჰხდებოდა,
ჩამოდიდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტილი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეკლის ადგილზე ამოსვლაეკლის ადგილზე ამოსვლა ეკლისა არის წესია მოხუცი მომკის იმასვე, რაც სიყრმით დაუთესია....თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...მოდი ვნახოთ ვენახიმოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი; მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი. მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭ...უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანიუფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე, ძნიანი; იმყოფებოდე ხალხ...ვახტანგ მეფევახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026