kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება

"წუხელი საზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო? -
ალვისხე რომ წამოიქცა,
ნეტავ, დედავ, რაო?"-
"შვილო, შენი ტანი არის,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ხეს რომ ტოტები მოემტვრა,
ნეტავ, დედავ, რაო!" -
"შვილო, შენი მკლავებია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ვაზს რომ ფურცელი სცვიდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი ქოჩორია,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"წყალს კიდობანი მოჰქონდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, შენი კუბო არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ეზოში ძროხა ბღადა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, დედაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!" -
"ტყეში ირემი ჰყვიროდა,
ნეტავ, დედავ, რაო?" -
"შვილო, მამაშენი არი,
ვაჰ, შენს დედასაო!"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მინდორთა მამშვენებელომინდორთა მამშვენებელო, ვარდო, გაშლილო ველადა, სად მოიცალა ი ღმერთმა, შენი თვალ-წარბის წერადა? ვინ მისცა ს...შევხედე, სვემდა ღვინოსაშევხედე, სვემდა ღვინოსა ყმა, სულთა ჩემთა ზიარი, ვარდნი ეკიდნეს შუბლზედა, საფეთქელზედა - იანი. ვარდნი ვსთხ...კიდევაც დაიზრდებიანკიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ...შენ, შემო დიდო იმედოშენ, ჩემო დიდო იმედო, კოშკო ნაგებო კირითა, კახეთს მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა! წითელო მოვის პერანგ...თხას უთხრესთხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026