kids.ge logo

ადგილო კურუმ-კურუმო

ფავორიტებში დამატება
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალინაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალინაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!

შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
ფალმა შეაჩვენაო!

მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
რი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
ყო ჭკვინად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნივის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენირეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026