kids.ge logo

წუთისოფელი რა არი?

ფავორიტებში დამატება
წუთისოფელი რა არი?
გორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუში არი ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.
თუ ქალი იტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი.
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...კურდღლის სიზმარიკურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო; გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო; წინ მეძებ...მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...მამულის სიყვარულივაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია, არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია, არ გადიწყვიტოს...სერზე მიდის სამი მგელისერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026