kids.ge logo

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

ფავორიტებში დამატება
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
რა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენირია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
რავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ო...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...გზას მოსდევს პოეტი...გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026