kids.ge logo

ჩვენი ციგა

ფავორიტებში დამატება
ციგაბა თუკი გინდა,
ჩავსრიალდეთ თოვლში მთიდან
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
ცეკვა-ცეკვით ცვივა ციდან,
ფანტელები ციდა-ციდა!
მიგვაქროლებს ჩვენო ციგა!

უჰ! გუნდები დაგვაფრინდა!
დაგვიშინეს ყველა მხრიდან!
მიგვაქროლებს ჩვენი ციგა!
გაგვეცალეთ ყველა გზიდან!
ეჰ! ფერდობზე გადავიდა...
გადაბრუნდა
ჩვენი
ციგა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბებოს სიმღერათოვლის ბებომ თოვლის ძაფით ბევრი ქსოვა, ჭრა და კერა, თანაც ასე ჩაიმღერა: -რერო რერა! რერო რერა! საჩუქრები ...საახალწლო კარნავალი-მომაქვს დიდი საჩუქარი! კარი ფართოდ გამიღეთ! მე და მამამ საახალწლოდ შევიძინეთ ნაძვის ხე! ----------------...ჭინჭარივინ გატირა გელა? გაგვაოცე ყველა. უშიშარი ბიჭი, რას იღვრები ცრემლად? ვინ დაგჯაბნა, გვითხარი, ეგ დევგმირი ვ...კატის კნუტი-ფეხსაცმელში ნუ იძინებ, ნუ სეირნობ მაგიდაზე! რად დახიე ჩემი წიგნი? ბებიკო რომ გამიბრაზდეს? ვიცი, სადაც იმ...მხატვარიკედელზე ცხენი ხატია, იატაკზე კი - ძაღლები, მოხატულია ფანჯარა, მოხატულია კარები. მზე ახატია სავარძელს და ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026