kids.ge logo

სატრფოს

ფავორიტებში დამატება
მშვენირო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!

მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!

ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა;
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჩანგითა.

გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
მოხიბლა, შეაცდინა.

გამაგრდი განსაცდელს,
ტანე ტყვება!
გშვენის ნესტან-დარეჯნის
მაგალითი… მზება.

ტარილი დაგეძებს
გავარდნილი დღეს ველად,
ავთანდილი ფრიდონით
მოდის გამოსახსნელად,

რომ სისხლი და ცრემლები
მსხვერპლად შენ წინ დაღვაროს!..
აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში
და იქ მკვდრები ახაროს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026