kids.ge logo

ნინია და ფინია

ფავორიტებში დამატება
გამართლა მურიკელას,
ჩვენ კუდგეძელა ფინიას,
გარეთ თოვლში სასეირნოდ
გაიყვანა ნინიამ.
მერე ერთად იხტუნავეს,
დადგეს თოვლის ბაბუა,
პურის გულით გამოკვებეს,
მტრედი, ჩიტი ღაბუა.
მერე ერთად მოღალნენ,
მოყინათ თითები,
წამო, ჩემო მურიკელა,
ცხელ ბუხართან გავთბებით.
სახლისაკენ მიშურეს,
კმაყოფილი გულებით,
გარეთ ფიფქი მოტოვეს
ფუმფულა და ულევი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყის ზეიმიტყის ბინადართ გადაწყვიტეს,  ერთად შეხვდნენ ახალ წელს; დიდი ნაძვი შეარჩიეს, მორთეს, სუფრაც გააწყვეს; ...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...ყოყლოჩინა ბატუკატყაპა–ტყუპით გაიარა, მთელი ეზო ბატუკამ, დამიხედეთ, რა დღეშია, ან ასე რამ გატუკნა. უყრის სიმინდს ბებო ნატა...ბებო მართაბუხართან ზის ბებო მართა, მის ფეხებთან ფისუნია კნავის, ენატრება შვილიშვილი და ქალაქში ჩააკითხოს ლამის. აქ ...ნუციკო სოფელშიდღეს სოფელში მიყავს ბებოს, პაწაწინა ნუციკო, დაახვედრებს თბილ ბუხართან ფისუნია ცუციკოს. სოფელს თეთრი თოვლი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026