kids.ge logo

სახლი

ფავორიტებში დამატება

ჩიტს ბუდე აქვს,
დათვს - ბუნაგი,
ციყვს - ფუღურო,
თაგვს კი სორო.
ყველა თავის
ბინას აგებს,
ყველა თავის
სახლში ცხოვრობს.
ლოკოკინას
აქვს ნიჟარა,
კუს - ბაკანი,
როგორც რკინა.
ზურგით დააქვთ
შარა-შარა
სახლი კუს და
ლოკოკინას.
ყველას თავის
სახლი უყვარს.
რა სჯობია,
როცა დაღლილს,
გელოდება
შენი კერა,
გელოდება
შენი სახლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...მელაკუდას მაღაზიაუღრან ტყეში მელაკუდამ გახსნა დიდი მაღაზია და წარწერა ჩამოკიდა “შემობრძანდით, არის ღია”. სავსე არის დახლებ...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...გოზინაყიდათვმა თაფლი მოიტანა, ტკბილი, როგორ შაქარი. ციყვმა ზამთრის მარაგიდან გაარჩია კაკალი. კურდღელი ჭრის ნიგოზს...
„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვასილ გულეურის ლექსი „სახლი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026