kids.ge logo

სხვაგან არ მეძიოთ

ფავორიტებში დამატება
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...დედის კაბაზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026