kids.ge logo

ამბავს ავწერ ადრინდელსა

ფავორიტებში დამატება
ა. ამბავს ავწერ ადრინდელსა,
აღმკულების აღმკობასა,
ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა,
ბედისაგან ბირებასა,
გ. გულთ ძგერასა გიშრისაგან,
გლონისაგან გოდებასა;
დ. დრონათ დაწერასა
დიდსა დავწერ დიდობასა!

ე. ეთერივით ელით ენთებს,
კეთების, ეტურფების,
ვ. ვისა ვარდსა ვესუროდი,
ვნახე ვაშად ვასურვებდის;
ზ. ზურმუხტითა ზარქაშთაგან
ზრზოლებითა ზრზილებდის,

ჱ. ჱერობითა ესრეთ ერთობს,
ჱ, სამოთხეს ედარების!
თ. თვალობა და თმა-თხზულობა
თამაშობდის თავად თებთა,
ი. ირმისაებრ იწყურობა,
ისტურობა ინდოელთა;
კ. კეთილობით კეკელაობს,
კაშანს კრავს კარგ კოროლთა;
ლ. ლალებრივი ლოყა ლოშნით
ლერწამ ლალსთა ლალობათა.

მ. მუდამ მსურის მეფესთანა
მყოფობა და მდგომრება,
ნ. ნორჩისაგან ნებობაი,
ნარნარითა ნარება,
ო. ორთ ოქსიონთ ორხობა,
როლითა ონარობა,
პ. პირისაგან პრწყინვალობა,
პალატთაგან პურება.

ჟ. ჟამებისგან ჟრჟინობა,
ჟრელობასა ჟრილობდის,
რ. რუსთველთაგან რიგინად,
რაბამაბად რონინობდის;
ს. სუმბულთაგან სირინოზი
სარდინად სრილობდის,
ტ. ტრფილობა ტანადისა,
ტურფობითა ტარტარობდის!

უ. უტრფილესსა უფროსსა
მეტეს უქებ ულვაშსა,
ფ. ფერთა ფაქიზთა ფლობასა,
ფერთა ფაფორ ფრობასა,
კ. ქალთაგან ქედის ქებასა,
ქურციკთან ქამანდობასა,
ღ. ღაწვთა ღებილთა ღელვასა,
ღალიას ღადღადებასა.

ყ. ყირმიზ ყელსა ყველაყასა
ყანდობს ყუში ყველაკაი;
შ. შუბლთა შუქი შემოადგა,
შაბაშ შვენის შუბობაი;
ჩ. ჩინი ჩინთა ჩენილთაგან,
ჩენილ არის ჩუქობაი,
ც. ცითა ცრობა, ციგობა,
ცხადი ცრობა, ცირობაი.

ძ. ძვირ-ძირობა ძღვენებისა
ძნელად, ძნიად ძინობდის;
წ. წერწეტობა წენებისა
წალკოტს წინა წარმორბოდის.
ჭ. ჭეშმარიტი ჭაბუკობა,
ჭვრტილითა ჭვირაობდის,
ხ. ხორხით ხვნეშა - ხათრობითა
ხანობითა ხარხარობდის.

ჴ. ჴელნი ჴრმობენ ხარებასა,
ჴოჴითაცა ჴარებასა,
ჯ. ჯიმშით ჯინობას ჯერობას,
ჯერნისაებრ ჯარობასა,
ჰ. ჰაერთაგან ჰალნობასა,
ჰეროვნობით აღმსთობასა,
ჵ. ჵორბებთაგან ჵორობასა,
ჵომერისგანა ჵორობასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026