kids.ge logo

აღვახვამ ქებად ბაგესა

ფავორიტებში დამატება
ა. აღვახვამ ქებად ბაგესა,
თუმც შევიძელ მკობილება.
ბ. ბანოვანთა უტურფესო,
გიქო მაღალ-შობილება!
გ. გულს განაცვლი გულისათვის;
მწადს მონებრი მორჩილება!
დ. დავჯედ წერად, შენთვის ქებად.
იძღვენ ესე თხრობილება!
ე. ეთერთაცა უნათლესო,
მზეს მოსტაცე ციგობა,
ვ. ვარსკვლავს შუქი დაუბნელე, -
მე ვით ძალმიცს შენი მკობა?!
ზ. ზუალ-მუშთარს ეცილები, -
შენი მსგავსი სხვა ვინ შობა?!
ჱ. ჱტრფობიან შენს შვენებას, -
მე ვით გკადრო ჩემი დობა?!
თ. თვალს ვერ შებმართვენ საქებრად,
ვერცა დახატვად მხატვარნი!
ი. ილიოს-მზეებრ ბრწყინვალევ,
ხინჯს ვერ გინახვენ მზაკვარნი!
კ. კბილთაგან შუქი გამოგკრთის, -
შენ ვინ გამსგავსო სხვაგვარნი?!
ლ. ლამაზად მიმოერხევი,
გნატრიან ვარსკვლავთ მთავარნი!
მ. მარად გიგონებ სატურფალს,
გულშიდ არ მომიცილები,
ნ. ნარნარო, ნაზო, ლამაზო,
ვინ მზესა დაეცილები!
ო. ოდეს გულითგან განმაგდე, -
დამადნე ვითა ცვილები!
პ. პირის-პირ ხილვას ვინატრი, -
მესმას შენი სიცილები!
ჟ. ჟამი ისი ნეტარ იყოს,
დეს მიწოდე მეგობრად!
რ. რად შესცვალნე ეგე გულნი,
ნუ რად მიცვ შენგან ობლად?!
ს. სული შენ გაქვს მას დღეს აქეთ,
დეს ვიყავთ ორნივ მწყობრად!
ტ. ტრფიალი ვარ მუდამ შენი,
გულისაგან შორის მყოფრად!
უ. უსულვაზურად გეხვევი
მანკოს აღნაგობასა;
ფ. ფიქრით გულისათ შენთან ვარ,
ვსმენულობ შენს უბნობასა!
ქ. ქება ამისთვის წარმოვსთქვი, -
ღირს ვიქმენ მეგობრობასა!
ღ. ღიმილით სიტყვა მასმინე,
ნუ მიწყენ ამის თხრობასა!
ყ. ყვავილებრ სურნელ-მყოფელო,
შორით მალხენო გულისა,
შ. შენს ქებას ვით აღვასრულებ
ქვეყნად მზედ დასახულისა?!
ჩ. ჩემებრ უმეცართ მონისა
ნახვით წამღეგო სულისა,
ც. ცნობა მიღე, წერილის
ღირსი მქმენ, პავლეს თქმულისა!
ძ. ძოწნი ბაგენი,
ჩემნი მდაგენი,
ჩემდა საუბრად აღსძარ ენანი!
წ. წელნი წერწეტნი!..
ეს თვალნი რეტნი
რომ ვერა გხედვენ, ბნელ მაქ ყვე[ლანი]!
ჭ. ჭეშმარიტებით,
არ მაქ ისებით,
გეტყვი სიტყვასა, - მომეც ლხენანი!
ხ. ხელთა დაგბაგებ,
თუ არ განმაგდებ, -
მე შენი მალხენს ამბვის სმენანი!
ჴ. ჴმა მასმინე საწადელი,
სიყმარული განაახლე!
ჯ. ჯიღოვანობ ტრფიალთათვის, -
გონებითა მიმიახლე.
ჰ. ჰანა მექმენ უსაკუთრეს,
მე მონად მქმენ, ვით მოახლე!
ჵ. ჵი, რა ვყო უბადრუკმან, -
ერთხელ ხილვად ვერ გიახლე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანტონი კათალიკოსზედსამოთხით წულობს, დავითის ზმარაღდულობს; ხედვათ ზე მსტრულობს, მეორეთა აღმკრულობს; სხეულით სულობს, სულით გონ...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026