kids.ge logo

შავ გლახ გულო

ფავორიტებში დამატება
შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით?
მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით!
ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მუდამით?
მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!
მშვენს სახეს იფარამ მუნ დარიდარა!
ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი მუნდარიდარა!
ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა!
მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ კრძალვით, რიდებით!
მკრა ეშხის ლახვარი დანასობითა,
დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა,
მან სევდა მიმტაცა დანასობითა!
ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!
კეკლუც-ნაზი ტანად მან ისაროსა,
წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა!
სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;
სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026