kids.ge logo

მოვა… მაგრამ როდის?

ფავორიტებში დამატება
შორელი ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

სეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"

ჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...დროშები ჩქარაგათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026