kids.ge logo

მზე-ჭაბუკ ორბელიანს

ფავორიტებში დამატება
დამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო,
ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო,
არ უზინო, კუზინო, მაწუნწარაო,
ხილვად საშიშო, გულ-მავიშო, გარსა-გარაო,
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო!

ბეჭ-მკერდი კუზი და კურტუმი გაქვს უკუღმართი,
გვერდი, კისერი, პირის ფერი გონჯათ დანართი,
უთლელის კუნძის შესაგვანი, ვერ გასამართი;
სჯობს დაკარგო, იმალოდე, მოგესხას ღართი!
ეს მიკვირს: სახლში რად გიშვებენ, მეტიჩარაო?

სამართალია, არ ღირს იყო მაგ სახელისა,
რადგან გიწვრთნია სიცრუე და ქცევა ძელისა!
შენნი მიჯნურნი ველად რბიან ბროლის ყელისა!
შენმა გახეთქამ, ეშხი მოჰკლვასთ შენის წელისა!
რა იქნება რომ შენის პირით მზე უდარაო?

ვინც დაგინახავს, ასე იტყვის: "აი ჭაბუო!"
ვინ კარგათ [გიცნობს], გაიღიმებს: "დიდი ცრუო!"
ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით: "ბუო!"
რა კარგი რამ დაბადებულხარ! მაგ პირს "ფუო!"
მაგ შენმა სახემ სიცოცხლე ხომ დაგამწარაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...სვისადმისახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო, მბრუნაო დღეო! უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო, მხიბლაო მწეო! მიმდომთა შენთ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026